სამი მესაზღვრე საგუშაგოზე მოკლული იპოვეს
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამი მოსამსახურე, ადიგენის რაიონში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე საგუშაგოზე მოკლული იპოვეს. შსს-ის ცნობით, უკვე დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც ასევე მესაზღვრეა; მიმდინარეობს გამოძიება.
სამივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდანაა მოკლული, განუცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა Civil.Ge-ს.
მისი თქმით, ”წინასწარი ვერსიით მოხდა შელაპარაკება” მოკლულებსა და ეჭვმიტანილს შორის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)