ზუგდიდის რაიონში რკინიგზაზე აფეთქება მოხდა

ზუგდიდის რაიონში რკინიგზაზე აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სამგზავრო მატარებელს ის ადგილი უნდა გაევლო, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან დაახლოებით სამ კილომეტრში, განაცხადეს ქართულმა ტელევიზიებმა.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა; მხოლოდ ლოკომოტივის ფანჯრები ჩაიმსხვრა და ძრავის ზოგიერთი ნაწილი დაზიანდა, განაცხადა რკინიგზის დეპარტამენტის ადგილობრივმა წარმომადგენელმა. თავად რკინიგზა სერიოზულად არ დაზიანებულა და მოძრაობაც ინციდენტიდან ცოტა ხანში აღდგა, დასძინა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)