სასამართლომ ლევან გოგიჩაიშვილს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული ჯგუფის აქტივისტს ლევან გოგიჩაიშვილს დღეს საქალაქო სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო მეორე განსასჯელს გიორგი ალხაზიშვილს 4 წლიანი პატიმრობა და 2 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
გოგიჩაიშვილი დამნაშავედ ცნეს დაზარალებულ დავით ლეჟავასათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ხულიგნობაში, ხოლო გიორგი ალხაზიშვილი – ხულიგნობაში. ინციდენტი 9 ივნისს წყნეთში მოხდა.
ლევან გოგოჩაიშვილი სამართალდამცავებმა 17 ივნისს დააკავეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)