აშშ ტალიავინის კომისიის დასკვნის შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის ჯერ არ გაცნობია ევროკავშირის დაფინანსებული კომისიის საკმაოდ დიდი მოცულობის დასკვნას აგვისტოს ომის შესახებ.
”მე ვფიქრობ, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყველა მხარეს ჰქონდა შეცდომები და არასწორი გათვლები შარშანდელი კონფლიქტის დროს,” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ კროულიმ 30 სექტემბერს. ”მაგრამ ჩვენ მომავალზე ვახდენთ ფოკუსირებას და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო და რუსეთი – ველით, რომ ორივე შეასრულებს შარშან აგვისტოში და სექტემბერში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს”.
”იმავდროულად, ჩვენ კვლავაც გამოვხატავთ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)