ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი თბილისს სტუმრობს
თბილისში სამდღიანი ვიზიტით მყოფი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რობერტ სიმონსი დღეს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ახალაიამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და ასევე ”სამოქმედო გეგმა, რომელიც ემსახურება, საბოლოო ჯამში, ჩვენს ნატოში ინტეგრაციას”.
რობერტ სიმონსი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)