დავით ბაქრაძე აშშ-ში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ჯეიმს ჯონსთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან უილიამ ბერნსთან და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თანაშემწესთან ფილიპ გორდონთან, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.

დავით ბაქრაძემ ასევე გამართა შეხვედრები ამერიკელ კონგრესმენებთან, ატლანტიკურ საბჭოს, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული და რესპუბლიკური ინსტიტუტების ხელმძღვანელობებთან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)