რუსმა მესაზღვრეებმა ახალგორის რაიონში 16 ქართველი დააკავეს
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში განთავსებულმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეებმა 25 ოქტომბერს 16 ქართველი დააკავეს, იტყობინებიან ქართული მხარე და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება.
სამხრეთ ოსური მხარის განცხადებით, 16 ქართველი ახლაგორის აღმოსავლეთით მდებარე სოფელ სალბიერის მახლობლად დააკავეს ”სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევის გამო”. ორივე მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ტყეში იმყოფებოდნენ შეშის დასამზადებლად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მათ გასათავისუფლებლად.
მანამდეც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქართველებს, როგორც ცხინვალი და მოსკოვი აცხადებენ, ”საზღვრის დარღვევის გამო” აკავებდნენ. ეს საკითხი ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზეც არაერთხელ იქნა განხილული.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ როდესაც ეს საკითხი აგვისტოს შეხვედრაზე განიხილეს, ამგვარი საქმეების მიმართ პრაგმატული მიდგომის თაობაზე იყო ”საერთო განწყობა”, რომ დაკავების ნაცვლად, უნდა მოხდეს ამ ხალხის უკან გამობრუნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)