თავდაცვის მინისტრი: საქართველოს თავდაცვისუნარიანობა იზრდება

თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ახლა უკეთესია, ვიდრე ერთი წლის წინ. 

”დღეს შეიარაღებული ძალები უფრო მზად არის თავდაცვისთვის და უფრო თავდაცვისუნარიანია, ვიდრე ის იყო ექვსი თვის წინ ან ერთი წლის წინ. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც გრძელდება და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ერთი თვის შემდეგ, ექვსი თვის შემდეგ უკეთესი პროგრესი იქნება,” – განაცხადა ახალაიამ გადაცემაში ”პოზიცია” საუბრისას 13 ნოემბერს.

მისი თქმით, თავდაცვისუნარიანობის ზრდაზე მუშაობა ყოველდღიური პროცესია და ”ძლიერი შეიარაღებული ძალები იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი მანამ, სანამ ბოლო ოკუპანტი არ დატოვებს ჩვენს ტერიტორიას”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)