სეპარატისტული აფხაზეთი რუსულ სატელეფონო კოდზე გადადის

სეპარატისტული აფხაზეთი საქართველოს საერთაშორისო სატელეფონო კოდიდან რუსეთის +7 კოდზე გადაერთვება 15 ნოემბრიდან.

აფხაზეთი რუსეთის როგორც ფიქსირებულ (840), ასევე ფიჭური კავშირგაბმულობის (940) სატელეფონო კოდებით ისარგებლებს. საქართველოს +995 კოდი რეგიონში 2010 წლის იანვრამდე იმოქმედებს.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მოვიდა სისრულეში, რაც მოსკოვმა კომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობაზე სოხუმთან შეთანხმება სექტემბერში გააფორმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულების მიერ დადგენილ სტანდარტებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)