საქართველოს აზერბაიჯანში ახალი ელჩი ჰყავს
პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი, ივანე ნონიაშვილი აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს პარლამენტმა ერთხმად მიიღო.
ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნიკოლოზ ნათბილაძე სექტემბერში ესპანეთში გადავიდა ელჩად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)