პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დღეს დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, იუწყება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი გილაური ბრიტანეთის ჩრდილოვან საგარეო საქმეთა მინისტრს უილიამ ჰაგს, ევროპის საკითხებში ჩრდილოვან მინისტრს მარკ ფრანსუას, ბრიტანეთის ჩრდილოვანი თავდაცვის მინისტრის ლიამ ფოქსს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

ასევე დაგეგმილია გილაურის შეხვედრა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) პრეზიდენტთან თომას მიროუსთან. იგი ლონდონში ასევე გახსნის ბიზნეს ფორუმს "Invest in Georgia".

ანალოგიური ფორუმი დაგეგმილია აშშ-შიც, სადაც პრემიერი გილაური 29 ნოემბერს გაემგზავრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)