აშშ-ს დაზვერვის უფროსი საქართველოს შესახებ

მოუგვარებელი კონფლიქტები კავკასიაში ერთ-ერთ ყველზე ”ფეთქებადსაშიშ წერტილებს” წარმოადგენენ ევრაზიის რეგიონში, განაცხადა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, დენის ბლერმა, საფრთხეების შეფასების ყოველწლიურ მომოხილვაში.

”რუსეთის გაზრდილი სამხედრო ძალების ყოფნა და მისი მზარდი პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან, ასევე პერიოდული დაბალი აქტიურობის ძალადობის შემთხვევები კიდევ უფრო ზრდის არასწორი გათვლების ან გადამეტებული რეაქციების რისკს, რაც თავის მხრივ ბრძოლის განახლების საშიშროებას წარმოშობს,” – განაცხადა მან აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას 3 თებერვალს.

ანალოგიური შეხედულება მან თავის შარშანდელ შეფასებაშიც გამოხატა.

დენის ბლერმა ასევე განაცხადა, რომ გასულ წელს რუსეთმა გარკვეულწილად აჩვენა, რომ მზად არის უფრო მეტად ითანამშრომლოს აშშ-სთან, მათ შორის ავღანეთისა და ირანის საკითხებზე.

”თუმცა მე მაშფოთებს ის ფაქტი, რომ რუსეთი ყოფილ საბჭოთა სივრცეში – სივრცეში, რომელსაც პრეზიდენტი მედვედევი რუსეთის ”პრივილიგირებული ინტერესების ზონად” მიიჩნევს – თავის მეზობლებთან ურთიერთობებს ძირითადად ნულოვანი ჯამის მქონე პრინციპზე აგებს, მათ შორის ამ რეგიონში აშშ-სთან მიმართებითაც, რაც პოტენციურად ძირს უთხრის აშშ-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობას,” – განაცხადა დენის ბლერმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვს კვლავ შესწევს უნარი სამხედრო თვალსაზრისით დომინირებდეს ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ” მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გამოცდილებამ 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან ომის დროს მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა რუსულ არმიაში”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)