აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სააკაშვილს ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 4 მარტს ტელეფონით პრეზიდენტ სააკაშვილს ესაუბრა და ”დაადასტურა” ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, იტყობინება თეთრი სახლი.
”მან მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოში დემოკრატიული რეფორმებისადმი და სურვილისადმი ჩატარდეს ღია, გამჭვირვალე და თავისუფალი [ადგილობრივი] არჩევნები,”- აცხადებს თეთრი სახლი, ”ვიცე-პრეზიდენტმა პრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოს მიერ ავღანეთის საერთაშორისო მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)