PACE-ს მომხსენებლები საქართველოს სტუმრობენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლები 12-16 აპრილს საქართველოს სტუმრობენ ასამბლეაში აგვისტოს ომის შესახებ მიმდინარე თვეში დაგეგმილი განხილვების წინ.
საქართველოზე PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, მათიას ეორში და დევიდ ვილშაიერი 12 აპრილს უკვე შეხვდნენ მთავრობის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. დღეს ისინი შიდა ქართლის რეგიონის სტუმრობენ, ხოლო 14 აპრილს დელეგაცია სეპარატისტულ აფხაზეთში გაემგზავრება.
PACE-მ სამი რეზოლუცია მიიღო ომის შედეგებთან დაკავშირებით. შარშან სექტემბერში მიღებული ბოლო რეზოლუცია მოუწოდებდა რუსეთს 2009 წლის ბოლომდე შეესრულებინა ასამბლეის 2009 წლის იანვრის და 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულებები.
PACE-ს საგაზაფხულო სესიის 28 აპრილის დღის წესრიგის პროექტში ასევე შედის ჰეიდი ტალიავინის განცხადება. სწორედ ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ფაქტების დამდგენ მისიას, რომელმაც 2009 წლის სექტემბერში აგვისტოს ომის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)