სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს
18 აპრილს, კრაკოვში პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაკრძალვაზე დასწრების შემდეგ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩავიდა, იგი კვლავ აშშ-ში დაბრუნდა ”მისი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტის გასაგრძელებლად,” განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ ორშაბათს.
მისი თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი ნიუ-იორკის მერს მაიკლ ბლუმბერგს შეხვდება.
სააკაშვილი ჰარვარდის პოლიტიკის ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა. ის ასევე გეგმავს ლოს-ანჟელესში გამგზავრებას, სადაც 27 აპრილს მილკენის ინსტიტუტის ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციაზე გამოვა სიტყვით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)