ცხინვალის თქმით, სანაკოევის მთავრობის ყოფილი მინისტრი დააკავეს
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა 22 აპრილს საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ ჯერაპოვი, დიმიტრი სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, საქართველოდან ე.წ. ”საზღვრის” გადაკვეთის მცდელობისას ჯავის რაიონის სოფელ სინაგურში დააკავეს.
სეპარატისტული ხელისუფლების ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ ჯერაპოვზე ძებნა იყო გამოცხადებული ცხინვალის რეგიონის ”ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების” გამო და ის ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება.
ამავე ცნობით, ის სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში ეკონომიკის მინისტრად 2006 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)