ალასანიას თქმით, ოპტიმისტურადაა განწყობილი არჩევნების მიმართ
ირაკლი ალასანიამ, ალიანსი საქართველოსთვის მერობის კანდიდატმა თბილისში, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ ის არჩევნების ”მშვიდად და ნორმალურად” ჩატარებას მოელის.
”ოპტიმისტური განწყობით ხმას ვაძლევ ცვლილებებს, ქვეყნის უკეთეს მომავალს და სახელმწიფოს გაძლიერებას,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს საარჩევნო უბანში.
”ხალხი აქტიურობს. ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ ყველა განწყობილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდად და ნორმალურად ჩაივლის ყველაფერი. მე მოლოდინი მაქვს, რომ ყველაფერი დასრულდება მშვიდად, ნორმალურად და ჩვენი დემოკრატია კიდევ უფრო გამყარებული და კიდევ უფრო ძლიერი იქნება ამ არჩევნების შემდეგ. წარმატების დიდი იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა,”- აღნიშნა მან.
ეროვნული საბჭოს თბილისის მერობის კანდიდატმა, კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ მან ხმა ”სიმართლეს” მისცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)