მედია მონიტორინგის ექვსი კვირის შედეგები
არჩევნებამდე ხუთი კვირის და არჩევნების დღის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ევროკავშირის დელეგაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე საარჩევნო მედია მონიტორინგის მიხედვით პარტიებისა და მერობის კანდიდატების გაშუქებას ექვს ტელევიზიას შორის ყველაზე მეტი დრო ”კავკასიამ” დაუთმო.
”კავკასიის” გარდა, ყველა ტელეარხზე, რომელთა მონიტორინგიც ხდებოდა, გიგი უგულავას გაშუქებას ყველაზე მეტი დრო დაუთმეს. ამ მხრივ განსაკუთრებით ”იმედი” ლიდერობს. ”კავკასიამ” თითქმის თანაბარი დრო დაუთმო უგულავას და ირაკლი ალასანიას გაშუქებას.
26 აპრილი-6 ივნისის მონიტორინგის შედეგების დეტალებს, მათ შორის კანდიდატთა გაშუქების ტონს, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულებზე (pdf).
მედია მონიტორინგს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)