ნიკა გილაური აზერბაიჯანს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 23 ივლისს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.
საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება.
იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში.
პრეზიდენტი ალიევი 18 ივლისს ბათუმს სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)