უახლოეს მომავალში არანაირი საკადრო ცვლილება არ იქნება – მთავრობის სპიკერი
მთავრობაში რანაირი საკადრო ცვლილება არ იქნება, განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა 1 სექტემბერს.
მისი თქმით, "უამრავი ვერსია ტრიალებს მასმედიაში“, რომ "თითქოს რამდენიმე მინისტრმა დაწერა განცხადება, წავიდა, გადადგომის შესახებ განაცხადა ან ვიღაცას მომავალში გაუშვებენ თანამდებობიდან და ახლა არის დროებით“.
“მე მინდა ეს განცხადება გავაკეთო პრემიერ–მინისტრის დავალებით და მოგახსენოთ, რომ უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ ამ მითქმა–მოთქმას დავუსვა წერტილი, მთავრობაში არანაირი საკადრო ცვლილება არ იქნება,“– განაცხადა მჭედლიშვილმა.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც 31 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დატოვა თანამდებობა და იმავე დღეს არჩეული იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად.
ამ საკადრო ცვლილებასთან ერთად, პრესა ასევე წერდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის; გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის; და კულტურისა და ძეგთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას მთავრობიდან შესაძლო წასვლის თაობაზე. თუმცა არცერთი ეს ვარაუდი ამ დრომდე არ დადასტურდა.
This post is also available in: Русский (რუსული)