ბურჯანაძე: სააკაშვილი ჩრდილოეთ კავკასიით რუსეთის პროვოცირებას ახდენს

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი „პროვოცირებას უწევს“ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიის თემით და "ჯოხით ცხვირწინ უტრიალებს“ ამ საკითხს.

"ყველამ იცის რა მტკივნეულია ეს თემა რუსეთისთვის. ამ თემის პროვოცირებას რომ ახდენ მუდმივად, ხვალ რომ იმ დათვისგან მოგხვდეს კიდევ ერთი ტორი მაგრად, მერე რას შვრები? არც არავინ რომ არ გაამტყუნებს და არც არავინ რომ არ შემოვარდება საკუთარი ტანკებით და ჯარებით რუსეთის ტანკების გასაჩერებლად, ეს მე მგონი ერთხელ უკვე ვნახეთ,“ – განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 21 ოქტომბერს.

 

This post is also available in: Русский (რუსული)