გილაური ჩინეთს და ინდოეთს სტუმრობს
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური 24 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა, იტყობინება პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური.
პეკინში გილაური ჩინეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს, ასევე ტრანსპორტის და ვაჭრობის მინისტრებს შეხვდება; შემდეგ იგი შანჰაიში გაემგზავრება, სადაც 28 ოქტომბერს World Expo 2010 საქართველოს ეროვნული დღე გაიმართება.
შანჰაიდან 30 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუმბაიში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს Financial Times-ის მიერ ორგანიზებუულ ფორუმში – ინვესტირება საქართველოში.
This post is also available in: Русский (რუსული)