გილაური ირლანდიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური 11 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ირლანდიაში გაემგზავრა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, გილაური ვიზიტის ფარგლებში ირლანდიის პრეზიდენტს მერი მაკალესის და თავის კოლეგას ბრაიან კოუენეს შეხვდება.