საგადასახადო შეღავათები IT კომპანიებისთვის

საქართელოს პარლამენტმა დღეს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონი საინფორმაციო–ტექნოლოგიური ზონების შესახებ.

კანონის თანახმად, ის კომპანიები, რომლებიც კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლის, მხარდაჭერის, განვითარების, დიზაინის, წარმოების და დანერგვის სფეროში მუშაობენ, ექსპორტზე გადასახადისგან გათავისუფლდებიან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მათი მოგება არ დაიბეგრება. ასევე არ დაიბეგრება მათ მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნილოგიების საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებითი ღირებულების გადასახადით და საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა ექსპორტის გადასახდელით.

კანონის თანახმად, რომელიც ძალაში 2011 წლის 1 იანვრიდან შევა, კომპანიას, რომელსაც ამ კატეგორიაში სურს შესვლა, "ვირტუალური ზონის პირის“ სპეციალური სტატუსტის მისაღებად უნდა გააკეთოს განაცხადი. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესს და პირობებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს შესაბამისი დადგენილებით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)