ქართული ბანკების მოგებამ 156 მილიონი ლარი შეადგინა
საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგება 2010 წელს გაიზარდა და მთლიანობაში 156.3 მილიონი ლარი შეადგინა, ნაცვლად 2009 წელს არსებული 65 მილიონიანი წაგებისა.
საქართველოში 19 ბანკი ფუნქციონირებს, მათ შორის 14 უცხოეთიდან კონტროლირებადი, ხოლო 2 უცხოური ბანკის ფილიალია, რომელთა საერთო აქტივების ოდენობა, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 10.5 მილიარდ ლარს აღემატება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის აქტივების რენტაბელობა 2010 წლის შედეგებით 1.7%–ს შეადგენს, ხოლო კაპიტალის რენტაბელობა – 9.6%–ია (ნაცვლად -0.8 და -4.3 პროცენტისა, შესაბამისად, 2009 წელთან შედარებით).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)