თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ 11 თებერვალს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.

ვიზიტის პირველ დღეს იგი ბათუმში გაატარებს და აჭარის მთავრობის მეთაურს ლევან ვარშალომიძეს შეხვდება.

12 თებერვალს აჰმედ დავუთოღლუ თბილისში თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს, პრეზიდენტ სააკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება, იტყობინება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამავე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)