საქართველომ და ყატარმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველომ და ყატარმა 15 თებერვალს ხელი მოაწერეს საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, რომელიც "ღია ცის“ პრინციპს ეფუძნება და ორ ქვეყანას შორის შეუზღუდავი ფრენების განხორციელებას ითვალისწინებს.

შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას ყატარში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი. მისი ვიზიტი, დაახლოებით, ერთი კვირით უსწრებდა საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ყატარში, რომელიც 20–21 თებერვალს შედგება.

"ვიმედოვნებთ, რომ ყატარის ავიახაზების ფრენები წლის ბოლოდან დაიწყება,“ – განუცხადა ვერა ქობალიამ Gulf Times–ს.   

ცალკე გაკეთებულ კომენტარებში ქობალიამ განაცხადა, რომ ყატარის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრთან იუსიფ ჰუსეინ ქამალთან შეხვედრაზე მან საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)