რასმუსენი: 2011 წელი გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისთვის

"წლევანდელი წელი გადამწყვეტი იქნება მეტი დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის და ჩვენ ამ კუთხით პროგრესს ველით,“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 15 აპრილს.

ბერლინში ნატოს ორდღიანი შეხვედრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას რასმუსენმა ასევე განაცხადა, რომ ნატო მიესალმება საქართველოს გადამწყვეტ ქმედებებს თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელების კუთხით.
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)