ქართულმა პარტიამ კახეთში აქციები გამართა
ქართულმა პარტიამ 9 მაისს კახეთის რეგიონის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციების სერია გამართა.
გასულ კვირას ქართულმა პარტიამ განაცხადა, რომ სხვადასხვა საკითხებზე "თემატურ“ საპროტესტო აქციებს კახეთის რეგიონიდან დაიწყებს "სააკაშვილის რეჟიმის უსწრაფესად შესაცვლელად“. პარტიის თქმით, აქციები ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გაიმართება, რაც საბოლოო ჯამში თბილისში, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციებით დასრულდება, რომლის თარიღიც არ დაკონკრეტებულა.
დღეს მანქანებისა და მიკროავტობუსებისგან შემდგარი კოლონა ქართული პარტიის ლიდერებისა და აქტივისტების მონაწილეობით ჩავიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში, ასევე გურჯაანში, თელავსა და ყვარელში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)