გილაური სინგაპურში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 17 მაისს სამუშაო ვიზიტით სინგაპურში გაემგზავრა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ნიკა გილაური შეხვედრებს გამართავს სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან ლი ჰსიენ-ლუნგთან და სინგაპურის პრეზიდენტთან სელაპან რამანათან ნათანთან.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ასევე სინგაპურის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის GIC–ის; სინგაპურის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიის Temasek Holdings-ის; და სინგაპურის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს (International Enterprise Singapore Fund) ვიცე-პრეზიდენტებთან.
პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად აცხადებს, რომ სინგაპურის ეკონომიკური მოდელი საქართველოსთვის სამაგალითოა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)