ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7%–მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 22 ნოემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით,  7%–მდე შეამცირა.

ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში მოსალოდნელზე მეტად მცირდება.

ოქტომბრის თვეში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდა და 2.3% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 4.6%–ს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ არსებული პროგნოზებით მიმდინარე წლის ბოლოს და მომდევნო წლის პირველ ნახევარში ინფლაცია კვლავ დაბალ დონეზე შენარჩუნდება, თუმცა „მომავალი წლის ზაფხულიდან მოსალოდნელია ინფლაციის ზომიერი ზრდა“.