საქართველოს ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია ეწვევა
2-4 ივლისს, თბილისს, “აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე სასაუბროდ” აშშ–ის კონგრესის ექვსკაციანი დელეგაცია ეწვევა, რომელსაც კონგრესმენი ბილ შუსტერი უხელმძღვანელებს, ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
რესპუბლიკელ კონგრესმენ შუსტერთან ერთად, დელეგაციაში ასევე შედიან დემოკრატი კონგრესმენი ჯეისონ ალტმაიერი და რესპუბლიკელი კონგრესმენები ბრეტ გუტრი; ჯეფ დენჰემი; ბლეიკ ფერენტჰოლდი და ადამ კინზინგერი.
კონგრესმენები შეხვდებიან პრეზიდენტ სააკაშვილსა და თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ნოდარ ხარშილაძეს.
„დელეგაცია აგრეთვე შეხვდება ოპოზიციის ლიდერებს, დაათვალიერებს კერძო სამედიცინო კლინიკას და დაესწრება ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცების ერთობლივ წვრთნას, რომელსაც ისინი ავღანეთის სამშვიდობო მისიისათვის მოსამზადებლად გადიან", – იუწყება აშშ-ის საელჩო თბილისში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)