საქართველო რუსეთს წყალდიდობის გამო დახმარებას სთავაზობს
საქართველომ რუსეთს შესთავაზა სამაშველო ჯგუფის და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა, რათა დაეხმაროს კრასნოდარის მხარეში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, რასაც სულ ცოტა 153 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ღრმა თანაგრძნობა გამოთქვა დაღუპულთა ოჯახების მიმართ და განაცხადა, რომ ქართული სამაშველო რაზმი სრულ მზადყოფნაშია წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონში გასამგზავრებლად.
მისი თქმით, ქართული მხარე ასევე მზად არის გააგზავნოს ჰუმანიტარული დახმარება და ამ გეგმებთან დაკავშირებით დავალება უკვე მიეცათ შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)