მოლდოვას პრემიერ–მინისტრი საქართველოს სტუმრობს
მოლდოვას მთავრობის დელეგაცია, პრემიერ–მინისტრის ვლად ფილატის ხელმძღვანელობით, 9–11 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
9 ივლისს პრემიერ–მინისტრი ვლად ფილატი თავის ქართველ კოლეგას ვანო მერაბიშვილს შეხვდა, რომლისთვისაც ეს პირველი უცხოური დელეგაცია იყო, რომელიც მან პრემიერ–მინისტრის რანგში მიიღო.
მოლდოვას პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე ორმხრივი საკითხების ფართო სპექტრი იქნა განხილული, რომლის დროსაც ორივე მხარემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საჭიროებას, მათ შორის თბილისსა და კიშინიოვს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობის შესწავლის გზით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)