წლიური ინფლაცია აგვისტოში 0.4%–მდე შემცირდა

აგვისტოში წლიური ინფლაცია 0.4%–მდე შემცირდა, იტყობინება საქსტატი.

წლიური ინფლაციის დონე აგვისტოში კვლავ კლებისკენ გადაიხარა მას შემდეგ, რაც ივლისში 0.6%–მდე გაიზარდა, მანამდე კი გასული ხუთი თვის მანძილზე მიყოლებით დეფლაციას ჰქონდა ადგილი.

სურსათზე ფასები აგვისტოში 2.8%–ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით; ასევე 7.6%–იანი კლება დაფიქსირდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასებზე; ხოლო ტრანსპორტის ფასმა 0.4%–ით მოიმატა.

საქსტატის თანახმად, წინა თვესთან შედარებით ინფლაცია 0.1%–ით გაიზარდა აგვისტოში.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი აგვისტოშიც 5.75%–ზე შეინარჩუნა მას შემდეგ, რაც ამ ნიშნულამდე 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა ივნისში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)