საპარლამენტო ასამბლეების სადამკვირვებლო დელეგაციების ერთობლივი განცხადება

ეუთოს, ევროპის საბჭოს, ნატოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელებმა, რომლებიც საქართველოს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებიან, მოუწოდეს ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს „საარჩევნო კამპანიის დარჩენილი საათები თავინთი პოლიტიკური პლატფორმების წარდგენაში გამოიყენონ და თავშეკავება გამოიჩინონ, უარი თქვან ძალადობაზე და არ უპასუხონ პროვოკაციებს“.

„მიგვაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს თავისი სამოქალაქო და დემოკრატიული უფლებების გამოყენება და საკუთარი წარმომადგენლების მშვიდობიან ატმოსფეროში არჩევა. პოლიტიკური ლიდერები საარჩევნო ყუთების მეშვეობით უნდა იქნან არჩეული და არა ქუჩებში“, – აღნიშნეს დელეგაციების ხელმძღვანელებმა 29 სექტემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)