ცესკო: 12 საათისთვის აქტივობამ 25.88% შეადგინა
დღის 12 საათისთვის, კენჭისყრის პროცედურის შეწყვეტამდე 8 საათით ადრე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა მეოთხედმა – 25.88%–მა მიიღო, განაცხადა ცესკომ.
ეს ბოლო სამ არჩევნებზე დაფიქსირებული აქტივობის ყველაზე მაჩვენებელია, რაც კი შუადღისთვის დაფიქსირებულა: 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე – 20%; 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე – 21.79%; ხოლო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 16%-ს ოდნავ აღემატებოდა.
საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი აქტივობა – 40.3% – რაჭაში, ამბროლაურის ოლქში დაფიქსირდა, ხოლო თბილისში 12 საათისთვის ყველაზე აქტიური ამომრჩეველი მთაწმინდის ოლქში იყო – 29.6%.
ყველაზე დაბალი აქტივობა რეგიონებს შორის წალკაში აღინიშნა – 18.3%, ხოლო თბილისში ისნის ოლქში – 21.9%.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)