საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა სექტემბრის ბოლოს 13 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
2012 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 20.37%–ით გაიზარდ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ხოლო 8.3%–ით წინა კვარტალთან შედარებით და 13 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, იტყობინება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ეროვნული ბანკის მიერ 31 დეკემბერს გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, ამ თანხიდან 4.2 მლრდ აშშ დოლარი იყო სამთავრობო სექტორის ვალი (31.9%), რაც 7.52%–იანი ზრდაა წინა კვარტალთან შედარებით და 16.6%–იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
სექტემბრის ბოლოს ეროვნული ბანკის ვალმა, რომლის წილიც მთლიან საგარეო ვალში 5% იყო, 651.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.67%–იანი კლებაა კვარტალურ და 24.78%-ით კლება წლიურ საფუძველზე.
2012 წლის მესამე კვარტალში საბანკო სექტორის წილმა მთლიან საგარეო ვალში 17%, ანუ 2.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.2%–იანი ზრდაა წინა კვარტალთან შედარებით და 10%–იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)