პრემიერ–მინისტრი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება
პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დავოსში გაემგზავრა, სადაც ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.
პრემიერ–მინისტრი, რომელსაც დავოსში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ახლავს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში „რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს“, იტყობინება მისი პრესსამსახური.
This post is also available in: English (ინგლისური)