ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა
გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ფეიქრიშვილმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა.
ფეიქრიშვილი იმ 91 დეპუტატს შორის იყო, ვინც ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების“ უმრავლესობასთან ერთად და ასევე ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების შესახებ.
ის ბოლო ორ დღეში მეორე დეპუტატია ყვარლის მაჟორიტარის მარიკა ვერულაშვილის შემდეგ, რომელმაც საპარლამენტო უმცირესობა დატოვა. ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პარტიის რიგები სულ თერთმეტმა დეპუტატმა დატოვა და შედეგად, თავდაპირველი 65-ის ნაცვლად, უმცირესობაში ამჟამად 54 დეპუტატი რჩება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)