ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა ორშაბათს საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო.

იგი თავის ქართველ კოლეგას მაია ფანჯიკიძეს შეხვდა და ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და სახელმწიფო მინისტრს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილს.

ვიზიტის მეორე დღეს შვარცენბერგი ქართულ–ჩეხურ ბიზნეს ფორუმს გახსნის და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდება. თბილისიდან ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთში გამეგზავრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)