თავდაცვის სამინისტრო: ალასანიას და ჰეიგელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
თავის ქართველ კოლეგასთან ირაკლი ალასანიასთან ხუთშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, აშშ–ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ISAF-ის მისიაში ბაზა „შირგაზზე“ თავდასხმის შედეგად სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ საუბრის დროს ჰეიგელმა და ალასანიამ ISAF-ის მისიაში შემდგომ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.
„ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური)