ნატოს გენერალური მდივანი მერაბიშვილის დაპატიმრების შესახებ

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა 5 ივნისს, რომ ალიანსმა ნათლად განუცხადა საქართველოს მთავრობას, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების აღქმაც კი თავიდან უნდა იქნას აცილებული ყოფილი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სამართალწარმოების დროს.

როდესაც ნატოს გენერალურ მდივანს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავების შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ ნატო „დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ამ მოვლენებს“.

„რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, რომ ჩავერიოთ საქართველოს სამართლებრივ საქმეებში და სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, რომლის დროსაც მან ნატოს ორდღიანი მინისტერიალი შეაჯამა, რომლის დროსაც ასევე გაიმართა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე მე ნათლად განვაცხადე და მინისტრებმაც ნათლად განაცხადეს, რომ ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს უზრუნველყოფს. ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების აღქმაც კი თავიდან უნდა იქნას აცილებული და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაიცავს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს“, – განაცხადა რასმუსენმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)