ალასანია აზერბაიჯანს სტუმრობს
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბაქოში ვიზიტის ფარგლებში თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ საფარ აბიევს შეხვდა.
მინისტრებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და სამხედრო თანამშრობლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს; ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ მდგომარეობაზე, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 17 ივნისს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)