ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი საქართველოს სტუმრობს
იცხაკ აჰარონოვიჩი (მარჯვნივ), ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი და ირაკლი ღარიბაშვილი (მარცხნივ), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 15 აგვისტოს თბილისში გამართულ შეხვედრაზე. ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი იცხაკ აჰარონოვიჩი, რომელიც 15-18 აგვისტოს საქართველოში ვიზიტით იმყოფება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა ხუთშაბათს.
„შეხვედრაზე ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას საქართველოს მთავრობას და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, – განაცხადა საქართველოს შსს-მ.
აჰარონოვიჩი და ღარიბაშვილი პირველად ერთმანეთს 2013 წლის მაისში შეხვდნენ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელს სტუმრობდა.
შსს-ის ცნობით, ისრაელის დელეგაცია საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საწვრთნელ ბაზას და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112“-ს ეწვევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)