ხარატიშვილი პოლიტიკაში მიდის
ზურაბ ხარატიშვილმა, რომლის გადადგომაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში წასვლას გეგმავს.
„ვადასტურებ, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ვაპირებ“, – განაცხადა ხარატიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან სატელეფონო საუბარში.
მისი თქმით, პოლიტიკური გეგმების დეტალებზე 15 აგვისტოს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)