საქსტატი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 912 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა 2012 წელს
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აშშ დოლარებში, 2006-2012 წლებში. წყარო: საქსტატი
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2012 წელს 18.3%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 912 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, განაცხადა საქსტატმა 15 აგვისტოს.
ეს საბოლოო დაზუსტებული მონაცემებია და აღემატება საქსტატის მიერ მარტში გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს, რომელიც 865.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
საბოლოო მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 261 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მეორე და მესამე კვარტლებში, შესაბამისად, 218 მლნ აშშ დოლარამდე და 199 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, ხოლო გასული წლის ბოლო სამ თვეში კვლავ გაიზარდა 234 მლნ აშშ დოლარამდე.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვარტალურად 2011-2012 წლებში. მოცემულია აშშ დოლარებში. წყარო: საქსტატი
წამყვანი ეკონომიკური სექტორები, რომლებშიც 2012 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, იყო ენერგეტიკა 179.4 მლნ აშშ დოლარით, რასაც მოყვება დამამუშავებელი მრეწველობა – 167.9 მლნ აშშ დოლარი; საფინანსო სექტორი – 162.6 მლნ აშშ დოლარი; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 72.8 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა – 41.8 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 40.1 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 17.7 მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვა – 17.6 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა – 16.1 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 4.9 მლნ აშშ დოლარი.
საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა 2012 წელს გერმანიიდან შემოვიდა- 138.8 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო – 93.6 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი – 81.1 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 59 მლნ აშშ დოლარი; ლუქსემბურგი – 42 მლნ აშშ დოლარი; საუდის არაბეთი – 39.5 მლნ აშშ დოლარი; კვიპროსი – 38.7 მლნ აშშ დოლარი; ჩინეთი – 36.1 მლნ აშშ დოლარი; ნიდერლანდები – 35.4 მლნ აშშ დოლარი.
63.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით პირდაპირი ინვესტიციები, საქსტატის თანახმად, „საერთაშორისო ორგანიზაციებიდან“ შემოვიდა ქვეყანაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)