საქართველოში ფულადმა გზავნილებმა იანვარ-ივლისში 805.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოსულმა ფულადი გზავნილების ოდენობამ 2013 წლის პირველ შვიდ თვეში 805.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8.4%-იან ზრდას წარმოადგენს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად.

ივლისში ამ მონაცემმა 136.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ ივლისთან შედარებით 16.4%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 12.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რუსეთი გზავნილების ყველაზე მსხვილ წყაროდ რჩება 434.8 მლნ აშშ დოლარით, რაც იანვარ-ივლისში საქართველოში შემოსული მთლიანი ფულადი გზავნილების 53.9%-ს შეადგენს.

ფულადი გზავნილების სხვა მსხვილი მომწოდებლები ამა წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოსთვის არიან საბერძნეთი 109.6 მლნ აშშ დოლარით, რომელსაც მოჰყვება იტალია – 62 მლნ აშშ დოლარით; აშშ – 42.4 მლნ აშშ დოლარით; უკრაინა  – 22.7 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი  – 22.6 მლნ აშშ დოლარით; ესპანეთი – 13.9 მლნ აშშ დოლარით; ისრაელი – 11.4 მლნ აშშ დოლარით; გაერთიანებული სამეფო – 11 მლნ აშშ დოლარით; გერმანია – 9.5 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 6.9 მლნ აშშ დოლარით და ყაზახეთი – 6.4 მლნ აშშ დოლარით.

2012 წელს საქართველოში უცხოურმა ფულადმა გზავნილებმა 1.33 მლრდ აშშ დოლარს, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რაც 2011 წელთან შედარებით 5.2%-იან ზრდას წარმოადგენდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)