ივანიშვილი ლატვიასა და ესტონეთში ვიზიტს გეგმავს
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სექტემბერში ლატვიასა და ესტონეთში ვიზიტს გეგმავს.
ვიზიტის ზუსტი თარიღები ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა როგორც Civil.ge-ს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განუცხადეს, ის სავარაუდოდ, სექტემბრის პირველ დეკადაში შედგება.
პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ბოლოს ვიზიტით ლიტვასა და პოლონეთს სტუმრობდა 18-19 ივლისს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)