1.3%–იანი წლიური დეფლაცია სექტემბერში

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2013 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ – 1.3% შეადგინა მას შემდეგ, რაც აგვისტოში 0.4%–იანი დეფლაცია დაფიქსირდა.

ფასები სექტემბერში 0.1%–ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, განაცხადა „საქსტატმა“ 3 ოქტომბერს.

ბოლო ოცი თვიდან უმეტესობა თვეებში დეფლაცია დაფიქსირდა (მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი იყო, როდესაც წლიური ინფლაცია ნულს ასცდა – 2012 წლის ივლისსა და 2013 წლის ივნისში).

ჯანმრთელობის დაცვის და ტრანსპორტის ჯგუფებში სექტემბერში ფასები, შესაბამისად, 5.9%–ით და 4.9%–ით შემცირდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე სექტემბერში ფასები 1.6%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ფასები ალკოჰოლურ სასმელებზე და სიგარეტზე სექტემბერში 6.6%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

სექტემბრის ბოლოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა 3.75%–ზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)